მაქს რენნი, საკაბელო ტელევიზიის ხელმძღვანელია. მისი მთავარი გატაცება არის სექსი და ძალადობა. იგი გამუდმებით ეძებს რაღაც ახალს და გამორჩეულს თავისი არხისთვის. ერთხელაც იგი აღმოაჩენს შოუს, სახელად "ვიდეოდრომი", რომელშიც რეალურად კლავენ და აწამებენ ადამიანებს. მაქსი გადაწყვეტს ხელში ჩაიგდოს შოუ და იწყებს მის ძებნას. გამოძიების პროცესში იგი ნელნელა ხვდება, რომ პროგრამა "ვიდეოდრომი" არ არის უბრალო შოუ. ეს არის მექანიზმი, რომელიც მართავს ადამიანის ცნობიერებას, იწვევს ვიზუალურ ჰალუცინაციებს და შიზოიდურ ფანტაზიებს..
|